ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე გაეცნო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესათან, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძესთან და უმრავლესობის წევრებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე ეცნობა.
მერმა, ასევე მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ისაუბრა მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებსა და პროექტებზე, მოქალაქეებს ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია, სოფლებში ახალი ტრანსპორტის დანიშვნის საკითხზე.
მოსახლეობის მოთხოვნით მიმდინარე წელსაც, პროგრამის ფარგლებში გარე განათება და შიდა სასოფლო გზებზე მზა ბეტონის დაგება მიმდინარეობს, რაც ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად განხორციელდება, პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.