ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა.
წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალი ტურების დაგეგმვას, არსებული მატერიალურ -კულტურული ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე ტურიზმის ექსპერტთან, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან და ასოცირებულ პროფესორ ირაკლი კორძაიასთან ერთად, სხვადასხვა სახის ღონისძიებები დაიგეგმა, რომლის მიხედვით დაისახება მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გეგმა.
განხილვას, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დევაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.
პროექტი მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.