ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროექტ “განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემის მედეგობის გაძლიერებისათვის“ შემაჯამებელ შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროექტ “განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემის მედეგობის გაძლიერებისათვის“ შემაჯამებელ შეხვედრა გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემის მედეგობის გაძლიერებისათვის“ შემაჯამებელ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის შედეგები, განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და ჩართული მხარეების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელდა და მოზიდული გრანტის ოდენობამ 545 000 აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის 200 ოჯახს მზის წყლის გამაცხელებელი, ხოლო 75 ოჯახს მზის ფოტო-ვოლტური სადგურები (მზის ელექტრო პანელები) დაუმონტაჟდათ. პარალელურად, იაპონური კომპანია Asia Air Survey-მ განახორციელა აჭარის რეგიონში ბიომასის წარმოების პოტენციალის შესწავლა, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.
შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი და აგროსერვისის ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.