ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს
საქართველოს გასაბჭოებიდან 103 წელი გავიდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დილიდან საქართველოს სახელმწიფო დროშებია დაშვებული. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.