ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა, შეხვედრას მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელები და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, ისაუბრეს უხვი ნალექის შედეგად მოყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების და გამოცხადებული ტენდერების შესახებ.
მერმა, დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისგან და დეტალურად განიხილა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.