არქივი4 ივნისი, 2025, 11:23
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან შუახნის მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარესთან, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.