ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
წყარო-კომენდატურას მიმართულებით 2,4 კმ საავტომობილო გზაზე, თანამედროვე სტანდარტების ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. ახალ რეაბილიტირებული გზით, 250 ადგილობრივი მაცხოვრებელი კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს.
დასრულებული საავტომობილო გზა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ, სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!