არქივი11 დეკემბერი 2025, 18:26
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორთაბათუმი-წიქარეულის მიმართულებით 1,2 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
გაკეთდა სანიაღვრე არხები. დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.
ასევე, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა განხორციელდა. რეაბილიტირებული გზა ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფელ წიქარეულთან აკავშირებს.
განახლებული გზით 150-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს გადაადგილებას
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.