არქივი10 ივნისი, 2025, 13:22
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
დღეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მინდია დიასამიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ განთიადში – 200 აღსაზრდელზე გათვლილი მშენებარე საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.