პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სამანქანე ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები განხორციელდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტით 20-მდე ოჯახი ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.