ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს
22-28 აპრილს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა საერთაშორისო “სამბოს” ჩემპიონატი, რომელშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და საქართველო ღირსეულად წარადგინეს. სამმა ნიჭიერმა სპორტსმენმა, თავიანთი შეუპოვრობით, მონდომებითა და მაღალ დონეზე შესრულებული ორთაბრძოლებით, ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
ნინი დარჩია — 54 კგ წონით კატეგორიაში
ანანო კინწურაშვილი — 59 კგ წონით კატეგორიაში
ელენე ქებაძე — +80 კგ წონით კატეგორიაში
ამასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტს აქვეყნებს:
“ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპორტულ განვითარებასა და ახალგაზრდების დიდ პოტენციალს. გულწრფელად მიხარია და ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს ამ საამაყო შედეგს და ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ წარმატებას.”– წერს ზაზა დიასამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა