ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ კიბეში სკვერის მშენებლობა დასრულდა. პროექტების ფარგლებში, სკვერში განთავსდა მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, გარე განათების ქსელი და ფანჩატური.
მსგავსი რეკრეაციული სივრცეების მშენებლობა მნიშვნელოვანია სოფელის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ხელვაჩაურის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.