ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების, 2026 წლის პრიორიტეტებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.
სხდომაზე ასევე განიხილეს 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები. პროგრამის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მუნიციპალიტეტის თერთმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი