ხელვაჩაურის მერია – საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით 15 ოჯახია გაყვანილი

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით 15 ოჯახის გაყვანა მოხდა. მათივე ცნობით, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მერიის სამსახურები და ყველა შესაბამისი უწყება.
მთელი დღის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება ახალსოფელს, მახინჯაურისა და შარაბიძეების თემების ნაწილს.
ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ერგეში (ბაშკო ეკალაური) 40 აბონენტს, 20 აბონენტის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება უახლოეს საათებში”,- აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ

გოჩა მირცხულავა: როგორ ფიქრობთ, 2008 წელს რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაცია რომ მოეხდინა, რა მოხდებოდა? გგონიათ, ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად ვორონცოვი, ვოლკოვი, ივანოვი ან პეტროვი იქნებოდა?