ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს - რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე

ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს - რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე

ვითარების დეესკალაციისთვის საქართველოში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ასე ფიქრობს რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის "სამუშაო შეხვედრაზე" გააჟღერა.
როგორც ალავერდაშვილმა თქმა, პოლიტიკური არეულობის ეკონომიკური ფასი ძალიან მაღალია, რასაც სტუმარმასპინძლობის სექტორიც იხდის. მისი მტკიცებით, თბილისში სასტუმროების 70% სრულად ცარიელია და სექტორი თვითგადარჩენას ცდილობს.
„ქვეყანა ასე წინ ვერ წავა. ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ბელარუსი, არცერთი სხვა ქვეყანა არაა, ეს საქართველოა და აქ ასე ვერ იცხოვრებ, აქ სხვა მენტალიტეტია. რაც შეეხება ბიზნესს და ტურიზმს, სტუმრები არ არიან. ჯავშნების რაოდენობა იმ ნიშნულზეა, რომ თვითღირებულებასაც ვერ დაფარავენ. ამ ბიზნესმა რამდენი უნდა გადაიაროს არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილურობა, მშვიდობა და რაც უფრო მალე ვიპოვით გამოსავალს, მით მალე მოვახერხებთ სექტორის აღდგენას,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.