პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, – ინფორმაციას “მოზაიკა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ჭალის უბანში, სტადიონზე მოხდა. “გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა”,- ამბობენ ადგილობრივები.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.