ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს.
კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს.
შენობებში განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები.
მრავალფუნქციური კომპლექსი ასევე მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია

შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე – სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?