ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან სახელმწიფო ინსტიტუტებში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, – ამის შესახებ „ევროპიტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ფინანსთა სამინისტრომ და საგადასახადო უწყებებმა იციან, თუ საიდან შემოდის დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება.
„თუ გნებავთ, საკანონმდებლო ბაზა გადავამოწმოთ, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ დახვეწილია და ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, ანუ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსურ დეკლარაციებს ძალიან მაღალი გამჭვირვალობის ხარისხით აბარებენ. ფინანსთა სამინისტრომ და ნებისმიერმა საგადასახადო უწყებებმა იციან, როგორია ფინანსური ნაკადი, საიდან შემოდის ეს დაფინანსება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, ეს არის ძალიან ნორმალური, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მომწონს. ამიტომ არ ვთლი, რომ ეს არის რეალური საშიშროება, ეს ალბათ, უფრო დემაგოგიური, პროპაგანდისტული განცხადებებია, რაც არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ