ხატია დეკანოიძე მელიას დაკავებაზე: ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ყველას ვერ დაიჭერენ

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას დაკავებას “ტვ პრიველის“ ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ნიკას ამით არაფერი დააკლდება, რადგან მესამედ იჭერენ.“

დეკანოიძის თქმით, “რაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილმა ჩაიფიქროს ყველა ადამიანის ამოქაფვა და ერთგვაროვანი მასის დატოვება, ეს არ გამოვა.“

“საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან ამას, მართლა ყველას ხომ არ დაიჭერს“,-ამბობს დეკანოიძე.

ნიკას ამით არაფერი დააკლდება, რადგან მესამედ იჭერენ. არცერთი მისი დაკავება არ ყოფილა სისუსტის გამოვლინება, პირიქით, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწია, როდესაც, მეორე დაპატიმრებაზე იყო საქმე. ყველას სოლიდარობა. ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ყველას ვერ დაიჭერენ, არ არსებობს მოცემულობა და რაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილმა ჩაიფიქროს ყველა ადამიანის ამოქაფვა და ერთგვაროვანი მასის დატოვება, ეს არ გამოვა. ჩემთვის ძალიან სევდიანია, ადამიანების ციხეში გამოკეტვა არაფრის გამო, ადამიანური ფაქტორის გამოც. ერთი რამეა მნიშვნელოვანი, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან ამას, მართლა ყველას ხომ არ დაიჭერს. ნიკას დაიჭერს? ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ. ამ ქვეყანაში ყველას უნდა ესმოდეს, როგორც მიადგა თავისი სისტემის წარმომადგენლებს, ისე მიადგება ყველას. წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსს იტაცებენ შუა ქუჩიდან და უბრალო ხალხს რას უზამენ, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?