ხატია დეკანოიძე: ირანისა და რუსეთის მოკავშირეობა ეს არ ყოფილა ფაიცფუცში მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის

ირანისა და რუსეთის მოკავშირეობა ეს არ ყოფილა ფაიცფუცში მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ზუსტად იმ კონტექსტში, რასაც განასახიერებს თვითონ ივანიშვილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა მშვიდობის ქოლგის გარეშე დატოვა.

“ირანისა და რუსეთის მოკავშირეობა ეს არ ყოფილა ფაიცფუცში მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ზუსტად იმ კონტექსტში, რასაც განასახიერებს თვითონ ივანიშვილი. ჩვენ აღარ ვართ მთავარი მშვიდობის ქოლგასთან ახლოს. აღარ ვითვლებით ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოებულ ქვეყნად იმ განცხადებების შემდეგ, რომელსაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მტრობდე შენს საკუთარ ქვეყანას, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეების გარეშე დატოვო და ყველაზე უფრო შორს ჩატოვო ქვეყანა იზოლაციაში, როდესაც პრაქტიკულად, მშვიდობის არავითარი ქოლგა აღარ გიცავს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან