ხატია დეკანოიძე – ვესაუბრები გვარამიასაც, მელიასაც, საბოლოო კონფიგურაცია ალბათ, თებერვლის ბოლოს გაირკვევა – ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე

ვესაუბრები გვარამიასაც, მელიასაც, საბოლოო კონფიგურაცია ალბათ, გაირკვევა თებერვლის ბოლოს – ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტომისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მას, ისევე როგორც ს და ს კონსულტაციები აქვთ სხვა ადამიანებთან და აქ არ გულისხმობს მხოლოდ ცნობილ სახეებს.
„ჩემი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა მაქვს როგორც ნიკა მელიასთან, ისე ნიკა გვარამიასთან, ამ ადამიანებთან მაკავშირებს მრავალი წელი. პოლიტიკურ ჩარჩოს და კონფიგურაციას რაც შეეხება, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი, კონფიგურაცია გაირკვევა, ალბათ, თებერვლის ბოლოს. არსებობენ ადამიანები და აქ მხოლოდ ცნობილ სახეებზე არ არის საუბარი, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრებით, ესაუბრება ნიკაც, მეორე ნიკაც. მე ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე და მნიშვნელოვანია, სინერგია იყოს კონკრეტული განსაზღვრული იდეის გარშემო, იმედი მაქვს ასეც იქნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ