“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:
ეს შენობა თბილისელებისთვის ისტორიული მეხსიერებისა და ურბანული იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო. ისტორიული ფასადის გარდა, მნიშვნელოვანია შენობის კონსტრუქცია, მასალა, სივრცითი სტრუქტურა, ასაკი და ავთენტური ისტორიული ფენა, რომელიც, რა თქმა უნდა, გაქრება.
წლებია, რაც ჩვენს ქალაქში კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ბალანსი უბრალოდ არ არსებობს.
ერთ დილას, თბილისელებმა აღმოაჩინეს, რომ შენობა ელემენტარული საჯარო დისკუსიის გარეშე დაანგრიეს.
ძალიან მდიდარი ადამიანები წყვეტენ ჩვენი საყოველთაო მემკვიდრეობის ბედს. თბილისელებს არაფერს ეკითხებიან.




