ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხატია დეკანოიძე - გელოდებით ყველას, ვინც ტელევიზორთან, „ფეისბუქზე“ სხედხართ - გამოდით, რადგან ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს

ხატია დეკანოიძე - გელოდებით ყველას, ვინც ტელევიზორთან, „ფეისბუქზე“ სხედხართ - გამოდით, რადგან ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
დეკანოიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, კუთხეში, ერთი ბატონი ზის, არც სახელი ვიცი, არც გვარი. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ, რომ კადრები ამოიღოთ, მთელი ღამის განმავლობაში, როგორი ენერგიით იყო - საქართველოს და ევროკავშირის დროშით. ასევე, უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვებით იყო აქ, მე ამ ადამიანებით მოხიბლული ვარ. ყველა შეიძლება ვიღლებით, მაგრამ ჩვენი სამშობლოსთვის ეს არაფერია, რაც შეგვიძლია გავიღოთ, მიყვარხართ ყველა, პატივს გცემთ. გელოდებით ყველას, ვინც ტელევიზორთან, ვინც „ფეისბუქზე“ სხედხართ, ყველა გამოდით, რადგან ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა დეკანოიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.