ხატია დეკანოიძე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებაზე – ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო – ნონსენსია, ვის სჯერა

მსხვილ ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სიჩუმე არ არის გარანტია – ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო – ნონსენსია. ვის სჯერა, – ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, ბიზნესმენის, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებლის გიორგი რამიშვილი დაკავებას.
როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშილი „ყველას მიადგება, მათაც, ვინც გასუსული ბუჩქებში ზის“.
„მსხვილ ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სიჩუმე არ არის გარანტია.
ივანიშვილი რუსული, ბანდიტური 90-იანებიდან მოდის. ყველას მიადგება, მათაც, ვინც გასუსული ბუჩქებში ზის.
ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო – ნონსენსია. ვის სჯერა.
ბიზნესი, იბრძოლეთ ცვლილებებისთვის, სანამ მართლა გვიანი არ იქნება თქვენივე თავისუფლებისთვის“, – წერს დეკანოიძე.
ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე