არქივი30 აპრილი, 2024, 08:23
„ხარკოვში ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს“ - გაერო-ს დამკვირვებლები
რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც 2 იანვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩამოვარდა, ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები იყო. ამის შესახებ გაეროს სანქციების მონიტორინგის კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უშიშროების საბჭოს კომიტეტს წარუდგინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღის გადაცემაში დაადანაშაულეს, თუმცა მოსკოვმაც და ფხენიანმაც ბრალდებები უარყვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.