ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხარკოვში, სადაც დაბომბვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის გამო, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე“ წერს.
„20 მაისი ხარკოვის ოლქში გლოვის დღეა. ოკუპანტებმა კუპიანსკის სოფლების : კოვშაროვკას, ნოვოოსინოვოს და მალოდანილოვსკის თემის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. დაღუპულთა შორის არის ორსული ქალი“, - წერს გუბერნატორი.
ამასთან, ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ხარკოვის რაიონში 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. კუპიანსკის რაიონში კი 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.