ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარის შეტევისას რვა ადამიანი დაშავდა

გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის მიმართულებით განხორციელებული შეტევისას რვა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი თქმით, კუპიანსკში საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას 55 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს