ხარკოვის და სუმის ოლქებზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო
რუსმა სამხედროებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებზე.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცის ინფორმაციით, დილით ორი სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არასაცხოვრებელი შენობებია განთავსებული. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საოლქო ცენტრზე, ქალაქ სუმიზე და კიდევ სამ ქალაქზე - შოტკიზე, ტროსტიანცსა და ბელოპოლიაზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შოსტკისა და ტროსტიანცზც სარაკეტო დარტყმაც განხორციელდა. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.