არქივი11 იანვარი, 2024, 14:47
ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც არიან
ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ.
მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აღძრა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.