“ხარება ყველაზე სულელი ადამიანი ყოფილა სამყაროში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, ხარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ის ფიქრობს, რომ ბიძინა გაიმარჯვებს და თვითონაც გადარჩება ყველაზე სულელი ადამიანი ყოფილა.

“კიდევ ერთხელ – შეგონება ბატონ ხარებას

თუ ის ფიქრობს, რომ ბიძინა გაიმარჯვებს და თვითონაც გადარჩება, ყველაზე სულელი ადამიანი ყოფილა სამყაროში – აუცილებლად მოკლავს.

მეორე ვარიანტი – თუ ფიქრობს, რომ ბიძინას დამარცხების შემდეგ რუსეთში გაიქცევა და იქ გადარჩება, ასევე საშინლად ცდება. იქაც მოკლავენ.

მესამე ვარიანტი – ბიძინას დამარცხების შემდეგ ჩვენების მიცემა და დიდი, ძალიან დიდი ხნით საქართველოს ციხეში ჩაჯდომა. მხოლოდ ასე გადარჩება ფიზიკურად.

ჰოდა, უგულშემატკივროს ამ მესამე და საუკეთესო ვარიანტს. მეორედ ვწერ და მეტჯერ აღარ დავწერ. თავისი საქმისა თავად იცი. რამდენიც არ უნდა სცემოს მომიტინგეებს, ამ სამი ვარიანტიდან რომელიმეს მაინც ვერ გაექცევა.

PS

მეოთხე ვარიანტიც არსებობს, ჭკვიანური – ბიძინას დამარცხებაში წვლილის შეტანა და მისი ჩამოშლა, მაგრამ აბა მაგის გამრისკავია ?!”

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა