ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ხარება” ღირსეულია, რა გვექნა, გაგვეშვა? ახლები მოგვეყვანა? – გომელაური

შს მინისტრი, პარლამენტში გამოსვლისას “ხარებაზე” საუბრობს და ამბობს:
ხარება – ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. ვიცი, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, არც ბატონი ზვიადის ყოფნა იქ. არა მარტო ბატონი ზვიადის, არამედ ძალიან ბევრი პორფესიონალი ადამიანი მუშაობს დღეს იქ. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. არ ვიცი ყველა, 40 ათასი კაცი უნდა გაგვეშვა და სულ ახლები მოგვეყვანა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა? მაგას ვერავინ გააკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის ზვიად ხარაზიშვილი “ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია.
ის განსაკუთრებული სისასტიკიკით არის ცნობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.