“ხარებას“ და შინჯიკაშვილის დაპირისპირება გრძელდება – “ხარებას“ რაზმის წევრებმა ჯონი მარიდაშვილს ცეცხლი გაუხსნეს

“ხარებას“ და შინჯიკაშვილის დაპირისპირება გრძელდება – ზვიად ხარაზიშვილის დაჯგუფებამ ცეცხლი კიდევ ერთხელ გახსნა. სროლის ხმა დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ “ასპრიასთან“ ისმოდა. დაჭრილია ჯონი მარიდაშვილი. – ინფორმაციას ,,ტვ პირველი” ავრცელებს.
„პირველებს“ კლინიკაში უდასტურებენ, რომ მარიდაშვილს ქვედა კიდურები ტყვიებით აქვს დაცხრილული. დაშავებული ახლაც კლინიკაშია.
მარიდაშვილი ჯონი, 33 წლის, შემოყვანილი 17 -ში ღამე, ჩაუტარდა მას ოპერაციული მკურნალობა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამოღებული იქნა უცხო სხეულები. ქვედა კიდურებზე აღენიშნება პატარ-პატარა მრავლობითი დაზიანებები“, – უთხრა „პირველებს“ ექიმმმა.
ფიტნეს დარბაზ „ასპრიას“ დაცვის სამსახური კვლავ ამტკიცებს, რომ კამერები არ მუშაობს და სისხლიან გარჩევას დარბაზის ტერიტორიაზე კატეგორულად უარყოფს.
კამერები არ მუშაობს, დაზიანებული იყო და ველოდებით, რომ აღდგეს. რას ცდილობთ ვერ ვხვდები, სისხლიან გარჩევას ხედავთ აქ?– გვეუბნებიან “ასპრიას“ მიმღებში.
ბოლო ერთ თვეში, ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა დაჯგუფებებს შორის ფიტნეს დარბაზ „ასპრიასთან“.
გიორგი უბილავამ ,,პირველების” ინფორმაციით, ქვეყანა უკვე დატოვა, რაც შეეხება მარიდაშვილს, ის კლინიკაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია