ხარაგაულში ბრაკონიერმა შველი მოკლა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ”ინფო იმერეთი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბრაკონიერმა სანადირო იარაღით შველი მოკლა.

გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5 000 ლარს შეადგენს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)