ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ხან-იუნისს ალყაში ვაქცევთ... სახმელეთო ოპერაცია "მესამე ფაზაში" გადადის" | ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი

ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელის, ჰერზი ჰალევს ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვა ქალაქ ხან-იუნისს ალყაში აქცევს. როგორც ჰალევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა ისრაელი სახმელეთო ოპერაციის "მესამე ფაზაზე" გადადის.
"ომის დაწყებიდან 60 დღის შემდეგ, ჩვენი ძალები სამხრეთ ღაზაში ხან-იუნისს ალყაში აქცევენ. ამავდროულად, სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიღწევების გაღრმავებაზე ვმუშაობთ. ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა არ იცოდა ზავის შემდეგ ბრძოლა როგორ გაეგრძელებინა, ცდებოდა. "ჰამასი" ამას კარგად გრძნობს", - განაცხადა ჰალევმა.
მისივე თქმით, ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაში "ჰამასის" ბევრი გამაგრებული პუნქტი დაიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.