პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყო

ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს.
სამუშაოებს მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორი კომპანია, შესაბამისი ნორმების დაცვით, განახორციელებს.
ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები.თბილისის ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსაც შეხვდა, რომელთაც გამოხატეს მადლიერება თბილისის მერიის მხრიდან ოპერატიული რეაგირების გამო.
ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, რათა დადგინდეს ზარალის მასშტაბი და თბილისის მერიამ რიგი დახმარების გაწევა შეძლოს დაზარალებულებისთვის.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.