არქივი5 დეკემბერი, 2023, 04:24
ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში - ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა
ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფლების - ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარს ეკიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შესაბამისი სამსახურები.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.