ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს “ოცნების” ოფისში” – თამარ კორძაია

“ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს “ოცნების” ოფისში” – თამარ კორძაია

არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები. მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს “ქართული ოცნების” ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა “ქართული ოცნება”. 22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს “ქართული ოცნების” ოფისში. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.