“ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?“ – ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს

ჩემი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი 2024 წლის იან­ვარ­ში 60% იყო, ისე­ვე რო­გორც პარ­ტი­ის – მას შემ­დეგ თით­ქმის სამი წელი გა­ვი­და და ხალ­ხს მინ­და ვკი­თხო: ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და თუ გა­უ­ა­რეს­და – სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით?!, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ის ვრცელ წე­რილ­ში სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში დაბ­რუნ­და პრე­მი­ე­რის პოსტზე 2021 წელს.

  • “სა­ზო­გა­დო­ე­ბას მსურს, ფაქ­ტე­ბით შე­ვახ­სე­ნო, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში დავ­ბრუნ­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში:

ქვე­ყა­ნა­ში იყო მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, კო­ვიდ­პან­დე­მია (ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი), ჩა­კე­ტი­ლი ქვე­ყა­ნა, და­კე­ტი­ლი ეკო­ნო­მი­კა, მი­ნუს ექ­ვსპრო­ცენ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნა, ცხრაპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტი, მთავ­რო­ბის ვალი მშპ-სთან მი­მარ­თე­ბით 60%-ს აჭარ­ბებ­და, ლა­რის კურ­სი 3,3–3,4-ის ნიშ­ნულ­ზე იყო ასუ­ლი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი და ქვე­ყა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად “დე­ფოლ­ტის“ საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა.

ასეთ კრი­ზის­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა და გუნ­დი მი­ა­ტო­ვა გა­ხა­რი­ამ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნა და გა­დად­გა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­მოშ­ლის პი­რას იყო, მმარ­თვე­ლი პარ­ტია – დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, გუნ­დი – დაბ­ნე­უ­ლი, ხოლო პარ­ტი­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ი­ტინ­გი 35–37%-მდე იყო და­ცე­მუ­ლი. ასე­თი ჩა­მოშ­ლი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ვი­ბა­რე 2021 წლის 18 თე­ბერ­ვალს.

პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე, უმოკ­ლეს დრო­ში აღ­ვად­გი­ნეთ წო­ნას­წო­რო­ბა, გა­ვამ­ყა­რეთ გუნ­დი, და­ვას­ტა­ბი­ლუ­რეთ ვი­თა­რე­ბა, გუნდთან ერ­თად გა­დავ­დგით გა­ბე­დუ­ლი, ქმე­დი­თი, ეფექ­ტი­ა­ნი და იმ დრო­ის­თვის რის­კი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი: გავ­ხსე­ნით ქვე­ყა­ნა, შე­მო­ვი­ტა­ნეთ სამი სა­ხის ვაქ­ცი­ნა, უარი ვთქვით კო­ვიდ­დიქ­ტა­ტუ­რა­ზე და ჩვენს ხალ­ხს გა­მო­ვუ­ცხა­დე სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­ხსე­ნით და­კე­ტი­ლი ეკო­ნო­მი­კა, ძლი­ე­რი ბიძ­გი მი­ვე­ცით ბიზ­ნეს­სა და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას. კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში და­ვი­წყეთ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რე­გი­ო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პროგ­რა­მა და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გავ­შა­ლეთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

იმა­ვე წელს და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ვი­გეთ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი. 43%-იანი ბა­რი­ე­რი დავძლი­ეთ და ავი­ღეთ 47%.

თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა, ად­გი­ლი მი­ვუ­ჩი­ნეთ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლას და და­ვას­რუ­ლეთ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი. და ბო­ლოს, უპ­რე­ცე­დენ­ტო ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდით დავ­ხუ­რეთ რო­გორც 2021, ასე­ვე 2022 წელი.

ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა ჩემი სამ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს გა­ი­ზარ­და. სამ წე­ლი­წად­ში ეკო­ნო­მი­კა ოც­და­ა­თი მი­ლი­არ­დი ლა­რით

გა­ი­ზარ­და. შევ­ძე­ლით ინფლა­ცი­ის კონ­ტრო­ლი – ინფლა­ცია სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის ქვე­მოთ ჩა­მო­ვი­და და ცალ­კე­ულ პე­რი­ო­დებ­ში 1%-ზე ქვე­მო­თაც კი იყო. შე­დე­გად, ფა­სებ­ზე წნე­ხი მო­იხ­სნა. მა­გა­ლი­თად, თურ­ქე­თის ბაზ­რის გახ­სნი­თა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბის შე­მო­ღე­ბით წამ­ლე­ბის ფა­სებ­მა მყი­სი­ე­რად და­იკ­ლო – სა­შუ­ა­ლოდ 30–40%-ით შემ­ცირ­და და შე­დე­გად, ორ წე­ლი­წად­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას 400 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ვა­ზო­გი­ნეთ. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­ნამ­დე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი 100–300%-იანი ფას­ნა­მა­ტით იყი­დე­ბო­და და ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობ­და.

ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტი 9%-დან 2,8%-მდე ჩა­მოვ­წი­ეთ, ლა­რის კურ­სი 2,6–2,7-ის ფარ­გლებ­ში და­ვას­ტა­ბი­ლუ­რეთ. მთავ­რო­ბის ვალი სამ წე­ლი­წად­ში მკვეთ­რად შე­ვამ­ცი­რეთ 60%-დან 38%-მდე.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ჭირ­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გათ­ვლი­ლი მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბით (მა­გა­ლი­თად, ყო­ველ­წლი­უ­რად 500 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მოვ­ყა­ვით და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის ბავ­შვებს ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი და­ვუ­ნიშ­ნეთ) უმუ­შევ­რო­ბი­სა და სი­ღა­რი­ბის დონე ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და, შე­იქ­მნა ათი­ა­თა­სო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. მრა­ვალ­წლი­ა­ნი წყვე­ტის შემ­დეგ გავ­ზარ­დეთ სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ხელ­ფა­სე­ბი (სამ წე­ლი­წად­ში 40-50%-ით გავ­ზარ­დეთ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბი), გავ­ზარ­დეთ პენ­სი­ე­ბი, ხელ­ფა­სე­ბი გა­ვუ­ზარ­დეთ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ექი­მებს.

მა­ღა­ლი და რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გაგ­ვე­ზარ­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი და და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი მიგ­ვე­მარ­თა ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის.

სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბო­და ყვე­ლა სფე­რო და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პით პირ­ველ ად­გილ­ზე იყო ევ­რო­კავ­ში­რის წევრ და კან­დი­დატ ქვეყ­ნებს შო­რის. ინფლა­ცი­ის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით, ხოლო მთავ­რო­ბის ვა­ლის სიმ­ცი­რის მი­ხედ­ვით – მე­ა­თე ად­გილ­ზე. ჩემი სამ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს გუნდთან ერ­თად დავძლი­ეთ ურ­თუ­ლე­სი კრი­ზი­სე­ბი. თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და ომში ჩათ­რე­ვის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბი.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, ურ­თუ­ლე­სი ზე­წო­ლი­სა და წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, მტკი­ცედ და უკომ­პრო­მი­სოდ და­ვი­ცა­ვით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, თა­ვი­დან ავი­რი­დეთ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და ომის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა. ქვეყ­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­ურ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ვა­წარ­მო­ებ­დით.

სამ წე­ლი­წად­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ 25 სა­გა­რეო ვი­ზი­ტი. შე­ვი­ტა­ნეთ გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნით. გა­ვა­ფორ­მეთ ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი მქონ­და ჩი­ნეთ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, ამე­რი­კა­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში, ის­რა­ელ­სა და იორ­და­ნი­ა­ში (უწ­მინ­დე­სის, ილია მე­ო­რის, კურ­თხე­ვით, სა­მა­სი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო დაბ­რუნ­და წმინ­და მი­წა­ზე).

გა­ვამ­ყა­რეთ მე­გობ­რუ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რე­გი­ონ­ში. ბოლო პე­რი­ოდ­ში პირ­ვე­ლი მე­დი­ა­ცია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის სწო­რედ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე, პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა სა­მი­ვე ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში.

და ბო­ლოს:

ისე, რომ თავი არა­ვის­თვის და­მიხ­რია არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და არც ქვეყ­ნის გა­რეთ, მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის უკომ­პრო­მი­სო დაც­ვი­თა და ჩვე­ნი გუნ­დის სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით, 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ვი­ღეთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ვა­ნუ­ლეთ მთე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, სათ­ქმე­ლი და სა­ლა­პა­რა­კო არ და­ვუ­ტო­ვეთ არა­ვის. ჩემი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი 2024 წლის იან­ვარ­ში 60% იყო, ისე­ვე რო­გორც პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გი.

ამ შე­დე­გე­ბით დავ­ტო­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა 2024 წლის იან­ვრის ბო­ლოს.

მას შემ­დეგ თით­ქმის სამი წელი გა­ვი­და და ხალ­ხს მინ­და ვკი­თხო: ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და თუ გა­უ­ა­რეს­და – სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით?! ნაკ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა