“ხალხს თითქოს ხარჯის დამატება აკლდა, ახლა სკოლის ფორმებიც უნდა შეიძინონ!” – ზვიად ტომარაძე
5
ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
ერთხელ ხომ შეიძლება რამე პოზიტიური გააკეთონ, პირიქით სულ გაძვირება და მოსახლეობაზე წიხლის დაჭერა! ხალხს თითქოს ხარჯის დამატება აკლდა, ახლა სკოლის ფორმებიც უნდა შეიძინონ!
განათლების მინისტრი: “ყველა იმ ოჯახის მოსწავლე, რომლის სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს.”
მრავალშვილიანმა ოჯახებმა რა ქნან? ზოგს 3 და მეტი ბავშვი რომ ჰყავს სკოლაში? მათ ხომ მინიმუმ სამჯერ მეტი ხარჯი ექნებათ? ერთხელ მაინც რამეში გაგითვალისწინებიათ მრავალშვილიანი ოჯახები? ენებს რომ გადმოაგდებთ ხოლმე საარჩევნოდ: დემოგრაფიაო, როგორც ერი გადაშენების პირას ვართო…
ადრე მეგონა იდეოლოგია არ ჰქონდათ, მაგრამ ფაქტობრივად ამათი მიზანია ქართველები აქედან გააქციონ და უცხოელები შემოიყვანონ…
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.