„ხალხის ძალის“ და ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ახალგაზრდებთან დემოგრაფიულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

„ხალხის ძალის“ და ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ახალგაზრდებთან დემოგრაფიულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე – “დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“.
შეხვედრაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ. სტაჟიორებთან პარლამენტის წევრებმა განიხილეს დემოგრაფიასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.
მაგალითად, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიც არის დაბალი შობადობა, ემიგრაციის მაღალი დონე და ერის დაბერება; ასევე, რამდენად განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების კონტურებს დემოგრაფიული საკითხის მიმართ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა; აქვს თუ არა გავლენა საზოგადოების ღირებულებებისა და კულტურის ცვლილებებს დემოგრაფიული რისკების შემცირებაზე და სხვა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების აზრი და როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის განსაზღვრაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც