“ხალხის ძალა” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას აანონსებს

„ქართული ოცნებისგან“ გამიჯნული ჯგუფი, „ხალხის ძალა“, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს და აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ცალკე გააგრძელებენ.

მათი თქმით, მთავარი მიზანი „პოლიტიკური სიცარიელის შევსებაა“ და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აპირებენ.

თუ ჩავთვლიდით საჭიროდ, შევიდოდა პარტია, თუ ჩავთვლიდით საჭიროდ, შევიდოდით დამოუკიდებლად საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამომდინარე აქედან, ეს საჭიროება ჩვენ დავინახეთ. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ოპერირება გავაგრძელოთ როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ორგანოზაციამ, რომელსაც, სხვათაშორის, განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, ჯერ საქმე გვაქვს გაკეთებული და მერე შექმნილი პოლიტიკური პარტია. ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩვენი სახით აუცილებლად შეავსებენ იმ ნაკლოვანებებს, რაც ზოგადად, გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სპექტში, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხუნდაძე–მაჭარაშვილის ჯგუფი ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს როგორც ივანიშვილი გუნდის ლიდერობას, ისე მის გადაწყვეტილებებს.

დეპუტატებმა ადრე ირაკლი კობახიძის ლიდერობა დაუწუნეს, დღეს კი უარყოფითად შეაფასეს „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ფასების შემცირების გეგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად