ხალხის მოსატყუებლად წარმოგვიდგინეს რამდენიმე ცენტრი, რომელიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ფლანგია

როგორც ჩანს, ოპოზიციის უცხოელი უფროსები კარგად დაფიქრდნენ, გააანალიზეს სიტუაცია და მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ ამ არჩევნებზე ფსონის დადება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მათთვის წამგებიანი იქნებოდა. შესაბამისად, ხალხის მოსატყუებლად წარმოგვიდგინეს რამდენიმე ცენტრი, რომელიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ფლანგია“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„პირველი არის უშუალოდ „ნაცმოძრაობა“, რომელმაც დაიმატა . ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ბატონი ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გახლდათ და აქ სიურპრიზიც არაფერი ყოფილა. მეორე ფლანგია – ე.წ. „ახალი“, რომელიც ძალიან ძველია იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლდათ, ბატონი გვარამია, რომელიც გენპროკურორის თანამდებობას იკავებდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს და ბევრ სისხლიან საქმეში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული. რანაირად არიან ისინი „ახალი“. ქალბატონი ხოშტარია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ფლანგზეა წარმოდგენილი და ის და მისი ოჯახი დიდი ხანია რუსეთიდან ფინანსდებიან, რისი მტკიცებულებებიც არსებობს, ბატონი გირჩი-ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნებაა ალბათ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, შემდეგი ფლანგია „ლელო“, რომელსაც გარედან მისცეს დავალება.
„გარედან მიცემული დავალებით დაუჯგუფეს ბატონ ხაზარაძეს ბატონი ელისაშვილი. როგორ უნდა დაუკავშირო ისინი ერთმანეთს თუ გარე დავალება არ არის?“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფლანგია.
„მეოთხე ფლანგია – გახარიას ფლანგი, რომელიც ძალიან სუსტად გამოიყურება. მას 4 მუნიციპალიტეტში აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია“,- აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება