„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა

„ხალიკ ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ფოთში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტი წარმოადგენს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს შუა დერეფნის განვითარებაში. აღიშნული პროექტი „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
„ფოთის ტრანსტერმინალი“ მოემსახურება ტვირთების ტრანზიტს ტრანს კასპიური საერთაშორისო მარშრუტით, CASCA+ სატრანსპორტო დერეფანში და ასევე ექსპორტ-იმპორტს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. ფოთის მულტი-მოდალური ტერმინალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ ამერიკული დოლარია. მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება, რომელიც შესაძლებელია 200 000 კონტეინერამდე გაიზარდოს.
აღნიშნული პროექტი „ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც რეგიონში ყველაზე სანდო ფინანსური ინსტიტუტი, ბანკი მზად არის მომავალშიც გააგრძელოს სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერა და პარტნიორობა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!