ხათუნა ცხადაძე: მეორადი ჩარიცხვები უნდა მოვითხოვოთო, უნივერსიტეტების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების მშობლები გაიძახიან. და ცოტა მეტიც რომ მოითხოვოთ, არ გინდათ?

მთარგმნელი, მწერალი და ლექტორი ხათუნა ცხადაძე:

მეორადი ჩარიცხვები უნდა მოვითხოვოთო, უნივერსიტეტების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების მშობლები გაიძახიან. და ცოტა მეტიც რომ მოითხოვოთ, არ გინდათ? ან თავად ამ აბიტურიენტებმა რომ ამოიღონ ხმა და სამართალი მოითხოვონ ქვეყანაში, ჩინი მოაკლდებათ თუ გვარიშვილობა? სრულწლოვნები არიან, ხმის უფლება აქვთ, რა ვიცი, დედებმა და ბებიებმა უნდა იბრძოლონ მათ მაგივრად?
მხარი დავუჭიროთო, რომ წერს ბევრი, სულ პირიქითაა: თავად დაგვიჭირონ მხარი და ამოიღონ ხმა.