ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხათუნა სამნიძე: მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა, ბევრი ტანჯვა გამოვიარე - ახლა დროა, განვკურნოთ ქვეყანა და ამას გავაკეთებთ კოალიცია 4-თან ერთად

“მე მო­ვი­გე ჩემი პი­რა­დი ბრძო­ლა, და­ვა­მარ­ცხე ავად­მყო­ფო­ბა, ბევ­რი ტან­ჯვა გა­მო­ვი­ა­რე. ახლა დროა, რომ ქვე­ყა­ნა განვკურ­ნოთ და ამას ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ერ­თობ­ლი­ვად კო­ა­ლი­ცია 4-თან ერ­თად“, - ამის შე­სა­ხებ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 26 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს.

„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ სა­ხე­ლით ვდგა­ვარ აქ, დღეს, ჩემს კო­ლე­გებ­თან, ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლის ბრძო­ლა, უშიშ­რო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ნა­ხი აქვს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის ეჭვი არ ეპა­რე­ბა. მაქვს პა­ტი­ვი ვიყო იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა იმე­დი ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის­მის, რო­გორ უნდა მარ­თოს ოპო­ზი­ცი­ამ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს, ამა­ზე პა­სუ­ხი არის მარ­ტი­ვი -პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა და პროგ­რე­სი, რო­მე­ლიც უნდა მო­ი­ტა­ნოს კო­ა­ლი­ცია 4-მა. პროგ­რე­სი არის ის, რაც შეც­ვლის ამ ქვე­ყა­ნა­ში იმ მმარ­თვე­ლო­ბას, რო­მე­ლიც წლე­ბია გვაქვს და იქ­მნე­ბა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­რე­შე ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა არ იქ­ნე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა, პროგ­რე­სი, ადა­მი­ან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რო­დე­საც 26 ოქ­ტომ­ბერს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შევ­ცვლით და კო­ა­ლი­ცი­ურ მმარ­თვე­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ვყოფთ“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა უნდა იმარ­თე­ბო­დეს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლად და კო­ა­ლი­ცი­უ­რად, დი­ა­ლოგ­ზე და კონ­სენ­სუს­ზე და­ფუძ­ნე­ბით.

„გა­დავ­წყვი­ტე, რომ ვიყო ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რო­მელ­თან ერ­თა­დაც შე­იძ­ლე­ბა დი­ა­ლო­გი, დის­კუ­სია, კა­მა­თი, შე­თან­ხმე­ბა და ერ­თობ­ლი­ვად ქვეყ­ნის მარ­თვა ისე, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნი იყოს მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი. მე მო­ვი­გე ჩემი პი­რა­დი ბრძო­ლა, და­ვა­მარ­ცხე ავად­მყო­ფო­ბა, ბევ­რი ტან­ჯვა გა­მო­ვი­ა­რე. ახლა დროა, რომ განვკურ­ნოთ ქვე­ყა­ნა და ამას ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ერ­თობ­ლი­ვად კო­ა­ლი­ცია 4-თან ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.