„ხაზგასმით აღინიშნა 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობა“ – ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების საკითხები.
ხაზგასმით აღინიშნა 24 -საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიზნის მისაღწევად არსებული გამოწვევების დაძლევის საჭიროება.
განიხილეს ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლების მნიშვნელობა, მათ შორის, მოძველებული წყალმომარაგების სისტემის შეცვლის, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.
პრემიერ-მინისტრმა Aqualia-ს წარმომადგენლებს განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა