ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით

ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით
ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი.
„ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას. კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილიყო ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამხელა ხელშეწყობის მიუხედავად, მათ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები და მთლიანად ჩააგდეს ეს პროექტი. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა, მაგრამ მაინც არ იშლიან თავისას. როდესაც ასეთ დროს ჯიუტად იმეორებ სხვა რამეს, გასაგებია, რა არის მათი მოტივაცია. სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან