37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 35 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან – ეს თარიღები მხოლოდ ისტორია არაა, ეს არის ეროვნული ცნობიერება, პასუხისმგებლობა და მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რა ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა.
37 წლის წინ, 21 გმირი შეეწირა იდეას თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ეს იყო თავგანწირვა, რომელიც ვერასოდეს გადაიწერება ვერც დროში და ვერც პოლიტიკურ კონიუნქტურაში.
დღეს ჩვენი ვალია, ეს მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მეხსიერებად. ის უნდა იქცეს მოქმედებად – სახელმწიფოს გაძლიერებად, თავისუფლების დაცვად და მომავლის პასუხისმგებლიან შენებად. გვახსოვდეს, როგორ მოვედით დღემდე და ვიცოდეთ, საით უნდა წავიდეთ!