ხაზარაძე კალაძეს სასამართლოში უჩივლებს – ვინ იყო სააკაშვილის “ხელის ბიჭი” და მისი გაკეთებულის “დამნახავი”?

“ლელოს” თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გააზიარა კახი კალაძის განცხადება, როგორ უჭერდა ის მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მხარს მიხეილ სააკაშვილს, როგორ პოზიციონირებდა, როგორც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი და დააანონსა, რომ სასამართლოში უჩივლებს.
ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში”, – წერს .
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი მამუკა კორძაძე ხვალიდან დაიწყებს სარჩელზე მუშაობას და ის სასამართლოში მომავალ კვირას შევა.
დღეს კალაძემ პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძეზე გაავრცელა ყალბი ცნობები, შესაბამისად, უახლოეს დღეებში მომზადდება სარჩელი პატივისა და ღირსების შელახვისათვის და მომავალ კვირაში შევა სასამართლოში. წარმოებაში მიირებს თუ არა სასამართლო ამ სარჩელს, წინა გამოცდილება რაც მაქვს, რომელიც ეხებოდა ბატონი კობახიძის წინააღმდეგ არმიღებას, სადაც მოტივი იყო, რომ იმიტომ არმიიღო, რომ დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, სასამართლო ამას არ განიხილავსო, ამის ფონზე ჩვენ ყველაფრის მოლოდინი გვაქვს. სამართლებრივად, სარჩელი ყველა ვარიანტში უნდა მიიღონ”, – ამბობს ადვოკატი.
მ დღეს მამუკა ხაზარაძეს სააკაშვილის ხელის ბიჭი უწოდა, თუმცა, ცხადია, ამჯერადაც, როგორც ბოლო წლებში, არაფერი უთქვამს იმაზე, როგორ იყო გულმხურვალე მხარდამჭერი აქციების დარბევის შემდეგაც კი.
შეიძლება, ბატონი ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა ქვეყნის ინტერესს და არა ამ ქვეყნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
http://