ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაზარაძე ბოდიშს უხდის სომხებს „ოცნების“ „ქსენოფობიური გამოხტომების“ გამო

ხაზარაძე ბოდიშს უხდის სომხებს „ოცნების“ „ქსენოფობიური გამოხტომების“ გამო

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სომეხ ერს „ქართული ოცნების“ ქსენოფობიური კამპანიის გამო ბოდიშს უხდის.
„ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, „კაგებეშნიკური“ პროპაგანდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემს წინააღმდეგ, ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო… მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ“, — წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა, ქსენოფობია. ამავდროულად, მამუკა ხაზარაძე ჩამოთვლის თავისი წინაპრების გვარებს.
„გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, ეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას „ძლიერ საქართველოში. აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს — ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს“, — დასძენს ხაზარაძე.
სამთავრობო მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძე სომხურ წარმომავლობას მალავს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.